|
2022-08-12 16:20:04, 3099 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 დამპყრობელს კარგავს,- ამის შესახებ The New York Times- ი პოლიტიკის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილე, კოლინ კალისა და ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანახმად, რუსეთი საერთო შეტევის ტემპი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი იარაღის მიწოდების გამო შენელდა. „ვვარაუდობთ, რომ რუსებმა ექვს თვეზე ნაკლებ დროში 70 ან 80 000 ადამიანი დაკარგეს“,- წერს დაზვერვა. The New York Times-სთან საუბრისას ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა მცირე წარმატებებს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდათ ახალი იარაღისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების გამო. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წლის ბოლომდე ვერ შეძლებს უკრაინის აღმოსავლეთის აღებას. დაზვერვის თანახმად, მოსკოვმა ჩეჩენი სამხედროები და სირიელი მებრძოლები ომში მიიზიდა. ამ გადაწყვეტილებით კრემლმა მოახერხა რუსეთში შიდა უკმაყოფილების თავიდან აცილება დანაკარგებისა და საყოველთაო მობილიზაციის საჭიროების გამო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა, სეთ ჯონსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არმია სერიოზულ ზარალს განიცდის. „ეს გავლენას ახდენს მათ უნარზე, განახორციელონ ეფექტური სახმელეთო კამპანია უკრაინაში“,- განაცხადაჯონსმა. ამასთან, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედროები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან, მათთვის რთულია ბრძოლაში რეზერვისტების და ახალწვეულების მოზიდვა. რუსეთის ფედერაციამ უკვე ჩართო ომში თავისი არმიის თითქმის 85%, რომელმაც მოახდინა ჯარების მობილიზება ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)