|
2022-08-11 11:09:59, 1504 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ქართულმა კომპანიამ „ატლანტ გრუპმა“ ქალაქ ერევანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს უტოლდება. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობამ შესაძლებლობა მოგვცა, ბიზნესი მეტად გაგვეფართოვებინა და უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ ერევანში განგვეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ინვესტიციის ნაწილი ბეტონის ქარხნისა და მოძრავი ტექნიკის შესაძენად მივმართეთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, „საქართველოს ბანკმა“, გამოგვიცხადა ნდობა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში“, - აცხადებს „ატლანტ გრუპის“ დამფუძნებელი, არამ სანოსიანი. „მოხარული ვართ, რომ პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვახორციელებთ სამშენებლო პროექტებს. ერევანში, „ატლანტ გრუპის“ მიერ აშენებული მრავალფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებული იქნება საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები, რესტორანი და აუზი. პროექტის ჯამური სამშენებლო ფართი 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს. გვინდა მივულოცოთ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება და ვუსურვოთ კიდევ არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)