|
2022-08-04 11:16:27, 1444 ნახვა
ომი უკრაინაში
ICRC - უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებაზე გარანტიას არ ვიძლევით
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ტყვეობაში მყოფ აზოვსტალის მებრძოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ICRC რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი აზოვსტალის დამცველების უსაფრთხოებაზე გარანტიას არ იძლევა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციას ყველა სამხედრო ტყვესთან, მათ შორის აზოვსტალის დამცველებთან წვდომა არ აქვს. „ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებაზე მტრის ხელში, რადგან ამის გაკეთება ჩვენს ძალაში არ არის. ჩვენ ეს მხარეებს წინასწარ ვუთხარით.კონფლიქტის მონაწილე მხარეების ვალდებულებაა უზრუნველყონ სამხედრო ტყვეების დაცვა ძალადობის, დაშინებისა და საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან, ასევე საომარი მოქმედებებისგან. ოლენოვკას შესახებ კომიტეტმა თქვა: ”ICRC ეწვია ამ ადგილს ერთხელ, მიმდინარე წლის მაისში, რათა მიეწოდებინა წყლის ავზები დაწესებულებისთვის.მაგრამ ჩვენ არ გვქონდა წვდომა იქ ინდივიდუალურად დაკავებულ ტყვეებზე - ICRC-ის დაკავების დაწესებულებებში მუშაობის მოდალობის მიხედვით - და ასე გრძელდება." წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ასევე განმარტა, რომ ორგანიზაცია მოქმედებდა როგორც "ნეიტრალური შუამავალი" აზოვსტალიდან სამხედროების უსაფრთხო გასვლისთვის. შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია დონეცკის ოლქში, ოლენოვკაში მდებარე ციხის ბანაკის დაბომბვის შესახებ , სადაც უკრაინელი პატიმრები იმყოფებოდნენ. პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა უარყო რუსეთის ფედერაციის ბრალდებები , რომ დარტყმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ცდილობდნენ დაემალათ პატიმრების წამება და მკვლელობა. დაზვერვის სამსახურს მიაჩნია, რომ დონეცკის ოლქში უკრაინელი ტყვეების მკვლელობა ვაგნერის ჯგუფის დაქირავებულებმა ევგენ პრიჰოჟინის პირადი მითითებით მოაწყვეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა წარმოადგინა სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ ოკუპირებულ ოლენოვკაში ციხის ბანაკში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსი ჯარისკაცები იყვნენ , რასაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი შეეწირა.აზოვის ქვედანაყოფებმა ოლენოვკაში პატიმრების მკვლელობაში მონაწილე პირებზე "ნადირობა" გამოაცხადეს .
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)