08:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 12:14:02, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი მზადაა უკრაინას დაუბრუნოს ილენოვკას კოლონიაში დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ცხედრები

რუსეთი მზადაა უკრაინას დაუბრუნოს ილენოვკას კოლონიაში დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ცხედრები. ამის შესახებ ტელევიზიით უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მივიღეთ სიგნალი, რომ მზად არიან ჩვენი გმირების ცხედრები დააბრუნონ, მაგრამ ფორმულირება არის „გამოძიების დასრულების შემდეგ“. ჯერ არ მიგვიღია პასუხი, რომ დავაზუსტოთ, რამდენი დრო სჭირდება გამოძიებას, მაგრამ ველოდებით.

ლუბინეცმა ასევე თქვა, რომ 1 აგვისტოს მდგომარეობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს არ მიუღიათ წვდომა ილენოვკაში მყოფ სამხედრო ტყვეებთან. ადამიანის უფლებათა კომისარმა ასევე აღნიშნა, წერს ჰრომადსკე, რომ გაერო ჯერ არ უპასუხა უკრაინული მხარის თხოვნას ილენოვკაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ICRC-თან, გვაქვს უარესი მდგომარეობა გაეროსთან. ვუგზავნი წერილებს და კითხვებს. მე ეს გავაკეთე ტრაგედიის შემდეგ მაშინვე პირველ დღეს. მე პირადად არანაირი სიგნალი, თუნდაც არაოფიციალური, არ მიმიღია. ამის საჯაროდ დადასტურება შემიძლია“, - განაცხადა მან.

დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს ჯერ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics