|
2022-08-02 12:09:03, 2302 ნახვა
სხვადასხვა
შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შეერთებულ შტატებში სასამართლომ შვიდი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გაი რეფიტს, 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეს. პროკურორები რეფიტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. პროკურატურის თქმით, მან მოუწოდა ბრბოს, გაეტეხათ პოლიცია და აირბინათ კიბეები შენობისკენ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი შემოიტანა კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკვე სახლში დაბრუნებისას ის დაემუქრა შვილებს, თუ ისინი FBI-ს უღალატებდნენ. რეფიტის ადვოკატებმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ ის თავად არ შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში და ასევე აღნიშნეს, რომ მან სამსახური დაკარგა 2019 წელს და, შესაბამისად, დეპრესიაში იყო. დაცვის მხარე ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. რეფიტი პირველი იყო კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში ბრალდებულთაგან, ვინც გამოძიებასთან გარიგება არ დადო. საერთო ჯამში, საქმეში ბრალი წაუყენეს შვიდასზე მეტ სავარაუდო მონაწილეს. მათგან ათეულმა უკვე მიიღო სხვადასხვა პატიმრობა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)