08:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 13:34:07, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ვიცე-პრემიერი - აზოვსტალი ტექნოპარკი გახდება, მარიუპოლში პუტინის სახელობის გასართობი პარკები შეიქმნება

რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა BBC-სთან ინტერვიუში ოკუპირებული  მარიუპოლის აღდგენის გეგმებზე ისაუბრა. 

მისი თქმით,აზოვსტალი ტექნოპარკად გადაკეთდება (რას ნიშნავს ეს, ვიცე-პრემიერმა არ დააკონკრეტა). ქალაქში ვლადიმერ პუტინის სახელობის ახალი პარკები შეიქმნება.

"რაც შეგვიძლია აღვადგინოთ, ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს, რასაც ვერ აღვადგენთ, ჩვენ ავაშენებთ.", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ხუსნულინმა განმარტა, რომ თანხების გამოყოფა თვითგამოცხადებული DNR და LNR ტერიტორიების აღდგენისთვის  რუსეთის რეგიონების განვითარებაზე დანახარჯების შემცირების გარეშე განხორციელდება.

მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, შენობების 90% განადგურდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დარჩა. ქალაქში ჯერ კიდევ არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი. ზოგიერთი ადამიანი კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და საკვებს ცეცხლზე ამზადებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics