08:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-31 12:04:29, 1479 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი დონეცკის რეგიონში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა სამოქალაქო პირს, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ცხოვრობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა. 

ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ესაუბრონ მათ, ვინც ჯერ კიდევ რჩება დონბასის საბრძოლო ზონებში, დაარწმუნონ თანამემამულეები, რომ აუცილებელია ტერიტორია დატოვონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასობით ათასი ადამიანი, ათიათასობით ბავშვი“ რჩება დონბასის რეგიონში.

„რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის რეგიონს, მით უფრო ნაკლები ადამიანს მოკლავს რუსეთის არმია“, - თქვა მან.

რეგიონში მძიმე შეტაკებები მოხდა რუსული ძალების ნელი წინსვლის ფონზე, რომლებიც უკვე აკონტროლებენ მის დიდ ნაწილს.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ შესაძლებლობას, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე და მაქსიმალურად შევზღუდოთ რუსული ტერორი“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ხალხს ურჩია, რომ ტერიტორია დატოვონ. უკრაინის შეფასებით, დონეცკის რაიონში კვლავ 200 000-დან 220 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს.

მთავრობის ინფორმაციით,მომავალი ზამთარი სიტუაციას გააუარესებს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

„მათი ევაკუაციაა საჭირო, ზამთარში ვერ ჩააყენებთ მათ სასიკვდილო საფრთხეში გათბობის, სინათლისა“, - აცხადებენ კიევის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics