|
2022-07-28 13:06:35, 1481 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს
აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში გააქტიურებულია კულტურული ცხოვრება, საერთაშორისო ფესტივალები, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო განახლებული ინფორმაცია. ყველა პარამეტრით აღდგენილია 2019 წლის ტურისტული ნაკადების დინამიკა და უნდა ითქვას, რომ აჭარა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით. არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა ქალაქში, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა. ჯვარიმინდორზე შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)