|
2022-07-27 15:54:40, 1605 ნახვა
ომი უკრაინაში
მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, უკრაინის შავი ზღვის პორტების ოპერირება განახლდა
უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ცნობით, მარცვლეულის ექსპორტის მიზნით შავ ზღვაში უკრაინის პორტების ოპერირება განახლდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,მუშაობა განახლდა ოდესის, ჩერნომორსკისა და „სამხრეთის“ პორტებში. შეთანხმების თანახმად, გემებს გამგზავრებისას და ჩამოსვლისას საზღვაო ნავსადგურებში წინამძღოლი ეყოლებათ. „ჩვენს საქმიანობაში ყველაფერი მარტივია და ამავდროულად რთული. მაგრამ მთავარი იყო, არის და იქნება ნავიგაციის უსაფრთხოება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ამჟამად ვაკეთებთ, ასე რომ, როგორც ხედავთ, აგრესორის ქმედებების მიუხედავად, ჩვენი სამხედროები აგრძელებენ სამუშაოს შესრულებას ყველა მიმართულებით, კერძოდ, აღადგინეს გემების ფუნქციონირება, რათა თავიდან იქნას აცილებული მსოფლიო სასურსათო კრიზისი", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის ნავიგაციის, ჰიდროგრაფიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პირველი რანგის კაპიტანმა რომან გონჩარენკომ. ოდესის ოლქის სახელმწიფო ჰიდროგრაფიის ფილიალის ხელმძღვანელი, იჰორ ტიმცუ, აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა გემების გადაადგილების უსაფრთხო მარშრუტების შემუშავებისთვის. "დღეს ოდესის ერთ-ერთ პორტში ვატარებთ ერთობლივ სამუშაოებს ნაოსნობის სანავიგაციო და ჰიდროგრაფიულ უსაფრთხოებაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამუშაოები, რომლებიც განსაზღვრავს გემების გადაადგილების უსაფრთხო მარშრუტებს, რომლებიც გადაიტანენ უკრაინულ მარცვლეულს, - ამბობს იჰორ ტიმჩუ, სახელმწიფო დაწესებულების ოდესის ოლქის სახელმწიფო ჰიდროგრაფიის ფილიალის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გარანტირებისთვის შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში , რუსეთმა საკვანძო საპორტო ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. გეგმის თანახმად უკრაინული მხარე გააკონტროლებს მარცვლეულის ტვირთების მოძრაობას დანაღმული პორტების წყლებში; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვისას; თურქეთი - გაეროს მხარდაჭერით - შეამოწმებს გემებს, რათა გაქარწყლოს რუსული მხარის შიში იარაღის კონტრაბანდის შესახებ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)