|
2022-07-26 17:17:40, 1621 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთს უკრაინის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარება სურს
რუსულმა პარტიამ „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სავარაუდო „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარებას სთავაზობს,- ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოების ტერორისტად და ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარების პროცედურას. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა ვითომდა „ტერორისტულ სახელმწიფოებს“ ეკუთვნის. გარდა ამისა, რუსეთმა შესაძლოა ტერორიზმის სპონსორად აღიაროს ის ქვეყანა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ასევე შემოთავაზებულია რუსეთში ასეთი ქვეყნების მოქალაქეების ქონების კონფისკაცია. შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა მოითხოვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესი თავად მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ამას დაჟინებით მოითხოვს ასევე უკრაინული მხარეც, კერძოდ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკის თქმით, რუსეთისთვის ასეთი სტატუსი სარაკეტო დარტყმაზე პასუხი უნდა იყოს. ამასთან, ტერორიზმის სპონსორის სტატუსი დამატებით მკაცრ სანქციებს იწვევს. აღსანიშნავია ასევე, რომ დღეისათვის შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული სტატუსი მხოლოდ ოთხ ქვეყანას - კუბას, სირიას, ირანს და ჩრდილოეთ კორეას მიანიჭა.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)