12:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 10:14:26, 1310 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა აძლიერებს თავის შესაძლებლობებს შავ ზღვაში და რუსული ფლოტის ჩასაძირად ემზადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა აძლიერებს თავის შესაძლებლობებს შავ ზღვაში რუსული გემების განადგურების მიზნით. ამის შესახებ მან The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ამჟამად ავითარებენ საკუთარ გემსაწინააღმდეგო სარაკეტო პოტენციალს და ელოდებიან სხვა ქვეყნებიდან უფრო დიდი დიაპაზონის იარაღის მიღებას, რათა დაიწყონ თავდასხმა.

”მათ თავიანთ მოქმედებებზე პასუხი უნდა აგონ”, - თქვა ვოლოდიმირ გავრილოვმა ბრიტანეთში ვიზიტის დროს, სადაც ის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების წვრთნას აკვირდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული გემები შავ ზღვაში რეგულარულად უშვებენ საკრუიზო რაკეტებს სამხრეთ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. სამხედრო გემების პოზიციები ნიშნავს, რომ უკრაინას არ შეუძლია მარცვლეულის ექსპორტი პორტებიდან, როგორიცაა ოდესა, იმის შიშით, რომ მათზე თავდასხმა მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics