|
2022-07-18 13:20:12, 1702 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. ივნისის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს. მართალია 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენა შენელდა, თუმცა ეს მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენდა. მომდევნო თვეებში, იმავე მაჩვენებლით გამოხატული ტურისტული შემოსავლები 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო მნიშვნელოვნად აჩქარდება, რაც თიბისის არხებით ხარჯების მაჩვენებლებში უკვე თვალსაჩინოა. მთლიანობაში, 2022 წლის განმავლობაში 105%-მდე აღდგენა სადღეისოდ რეალისტური ჩანს. საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამ ფონზე, "თიბისი კაპიტალის" მაკრო მოლოდინები თავისთავად ძლიერია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ზრდის შენელების ფაქტორისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის წმიდა ეფექტისაგან განსხვავებით, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების გამო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შეფერხება საბაზო სცენარში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაა. ამ დაშვებებით, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის შეფასება დაახლოებით 12.2%-ს შეადგენს. ასევე უცვლელია თიბისი კაპიტალის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ. ინფლაციის დინამიკას რაც შეეხება, საერთაშორისო სასაქონლო ფასების დამატებით შემცირების გათვალისწინებით, წინა კვირაში გამოქვეყნებული პროგნოზი კვლავ გაუმჯობესდა. კერძოდ, როგორც ჩანს, არსებული 12.8%-დან, წლის ბოლოსათვის ინფლაცია არა 8.5%-მდე, არამედ 7.4%-მდეც კი შეიძლება შემცირდეს. ძლიერი წმინდა შემოდინებების გათვალისწინებით, ეს სცენარი რეფინანსირების განაკვეთის სადღეისოდ 11%-დან, წლის ბოლოსათვის დაახლოებით 10%-მდე დაწევაზე მიუთითებს. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)