|
2022-07-18 11:40:54, 1312 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით The New York Times-ის გამოცემა “The Big Ideas” –ის წარდგენა გაიმართა
"საქართველოს ბანკი" საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 15 ივლისს The New York Times-ის გამოცემა „The Big Ideas”-ის წარდგენა გაიმართა, რომელიც საქართველოში New York Times-ისა და ჟურნალ დიპლომატის ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოიცა. ორენოვანი გამოცემა საქართველოსა და ამერიკაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების სტატია/ინტერვიუებს აერთიანებს. ქართველ ავტორებს შორის არიან: ნონა გაფრინდაშვილი, ირმა ხეცურიანი, რუსუდან კვაჭანტირაძე, არჩილ გაჩეჩილაძე, ირაკლი ბერიძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი, ნინო სუხიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ირაკლი კავსაძე, ნინო კირთაძე და ნინო კასრაძე. „მსგავსი ინტელექტუალური გამოცემები ფუფუნებაა ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, შესაბამისად „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელებაში. The New York Times-ის გამოცემებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იშვიათად თუ შევხვდებით. საამაყოა, რომ აღნიშნული ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველოში გამოიცემა. გამოცემისთვის შევეცადეთ, ისეთი ადამიანები შეგვერჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საკუთარი მიღწევებით საერთაშორისოდ არიან ცნობილი“, - განაცხადა ჟურნალ „დიპლომატისა“ და „The Big Ideas“ - ის გამომცემელმა საქართველოში, ნინო შარაშიძემ. „The Big Ideas” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის, The New York Times-ის სპეციალური გამოშვებაა, რომელიც მკითხველს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების იდეებს უზიარებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავსი პროექტის განხორციელებას და ხელი შევუწყოთ საკუთარ დარგში წარმატებული ქართველი პროფესიონალების საინტერესო გამოცდილებებისა და იდეების კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას. დარწმუნებული ვართ, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მკითხველისთვის საინტერესო და შთამაგონებელი იქნება იმ ადამიანების უფრო ახლოდან გაცნობა, რომლებიც არ ჩერდებიან და თავიანთი საქმიანობითა და იდეებით, მსოფლიოს აჩვენებენ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“,- აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ყულიჯანიშვილი.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)