14:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 11:54:53, 1658 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება - პრეზიდენტმა ჯარს ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიის დაბრუნება უბრძანა

უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას, რომელიც აღჭურვილია დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნოს სამხრეთი ტერიტორია რუსეთისგან, განუცხადა The Times-ს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ოლეკსი რეზნიკოვმა

 მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიას უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შედგენა დაავალა. შემდეგ გენერალური შტაბი აკეთებს საშინაო დავალებას და ამბობს, თუ რა გვჭირდება ამ მიზნის მისაღწევად, ეს ჩემი სამუშაოა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა რეზნიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟჟიის მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად მოეხდინათ ევაკუაცია ყველა არსებული საშუალებით. 

მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლონ ეს ტერიტორიები მშვიდობიანი მოსახლეობისათვის  საფრთხის შექმნის გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics