01:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 13:50:34, 1188 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია, ნიუ იორკში, ქართული პროდუქციის მსხვილ ექსპორტიორებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშემწყობის ღონისძიებებზე იმსჯელეს.  ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამერიკის უმსხვილეს ბაზარზე ქართული ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება.

„მინისტრი მსხვილი ექსპორტიორების გეგმებით და გამოწვევებით დაინტერესდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ოთარ შამუგიას განცხადებით, სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული და ამ მიმართულებით მსხვილი ექსპორტიორების მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხიც განიხილება. 

ამერიკაში ქართული სასურსათო პროდუქტი მსხვილი ექსპორტიორების მიერ 30-მდე შტატის მსხვილ მარკეტებშია წარმოდგენილი; ძირითადი პროდუქტებით: ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, ჩურჩხელა, ჩირი, ვაშლის ჩიფსი, საკონსერვო ნაწარმი და სხვა. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ  პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია. 

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გენერალური კონსული დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics