|
2022-07-08 14:19:49, 2040 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს
რეგიონის წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, „თიბისი“, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყოთ კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდეთ 30-წლიანი ისტორიის ნაწილი. „თიბისი“ ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, გამორჩეული დიზაინის მქონე მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს და, რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს სთავაზობს. "უკვე სამი ათწლეულია, „თიბისი“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები და ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. „თიბისიში“ ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ქვეყანაში გამორჩეულ სამუშაო კულტურას ვქმნით", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს „თიბისი“ კარიერა. თუ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გინდათ, „თიბისის“ თავი გააცნოთ, მაშინ ამ ბმულზე ატვირთეთ რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენს ისაუბრებთ საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, განმარტავთ, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურთ „თიბისიში“ მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ თქვენი საკონტაქტო დეტალების გაზიარება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)