|
2022-07-03 14:37:03, 2557 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოფიციალური პირები ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომას ჩაატარებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, ოკუპაციისთვის კონსტიტუციური გადაწყვეტილების პოვნა, სავარაუდოდ, რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანია. დიდი ალბათობით, ის მზად იქნება კენჭისყრის გაყალბებისთვის. „რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომაზე ჩაატარებენ. რუსეთი, სავარაუდოდ, უპირატესობას ანიჭებს ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას რეგიონზე კონტროლის მისაღებად“,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. ამასთან, დაზვერვის ცნობით, 2022 წლის 28 ივნისს ქალაქ ხერსონის არჩეული მერი იჰორ კოლიხაევი დააკავეს, დიდი ალბათობით, ოკუპაციის წინააღმდეგ ოპოზიციის ჩახშობის მცდელობისას. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართოდ გავრცელებული შეიარაღებული და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გრძელდება. ცნობისთვის, ხერსონი არის რეგიონი, რომელიც თებერვლის შემდეგ ყველაზე ფართოდ იქნა მოქცეული რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ამასთან, 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)