|
2022-07-03 13:11:39, 2403 ნახვა
ომი უკრაინაში
იტალიის საგარეო - ომის დიპლომატიურად დასრულების ყველა მცდელობა პუტინის გამო ჩაიშალა
უკრაინაში ომის დასრულება დიპლომატიური გზით შესაძლებელია, მაგრამ ამ საკითხზე დასავლური სახელმწიფოების შუამავლობის ყველა მცდელობა პუტინის გამო ჩაიშალა,- ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსული არმია შეწყვეტს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. „დიპლომატია მუშაობს, მაგრამ შუამავლობის ყველა მცდელობა პუტინის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა. ზელენსკიმ არაერთხელ აჩვენა ღიაობის ნიშნები, მაგრამ პუტინი ყოველთვის უარყოფდა მათ. ერთადერთი გზა დიპლომატიური გამოსავალის ნახვაა, მაგრამ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსული არმია შეწყვეტს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას“, - განაცხადა დი მაიომ. ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. მისი თქმით, რომი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას მოსკოვთან მისი საელჩოს მეშვეობით და იმედოვნებს, რომ მომავალში ომი დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ახლა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ ტყვეთა გაცვლაზე აწარმოებენ. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან საუბარი შეუძლებელია , რადგან „რაციონალურობა არ არსებობს". 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)