|
2022-06-30 16:09:07, 604 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - რეგიონებში ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების განვითარების პროექტს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესების სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებას გულისხმობს
UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერით ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების კონცეფციის განვითარებას, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესების პროექტების მხარდაჭერას და სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებას გულისხმობს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
„სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მარკეტინგის, ფინანსების, ზოგადი მენეჯმენტის ექსპერტები ამ რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესებს, როგორც ჩვენს ბენეფიციარებს, ასევე სხვა ბიზნესებს დაეხმარებიან და დაატრენინგებენ ბაზისური უნარებიდან დაწყებული, კომპლექსური თემებით დამთავრებული. ამ თემებში იგულისხმება ბიზნეს გეგმის შედგენა, ფინანსური ანალიზი და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს გავფართოვდეთ რეგიონებში არა მარტო პროგრამებით, არამედ პროექტების მხარდაჭერის კუთხით", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. დღეს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის" პრეზენტაცია გამართა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი. დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შეიქმნა 58 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)