|
2022-06-29 14:39:24, 1169 ნახვა
სამართალი
მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ს ფარული მოსმენის საქმეზე პროკურატურაში უჩივლა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძე სუს-ის ფარული მოსმენების საქმეზე პროკურატურაში ჩივის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. წყარომ პროკურატურიდან "ფორმულას" მიაწოდა ინფორმაცია, რომ კობახიძე დაზარალებულის სტატუსს ითხოვს, რაც თავად მანანა კობახიძემაც დაადასტურა. მისი თქმით, გაუჩნდა ეჭვი რომ უსმენდნენ. ის პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.
"დაკითხული ვარ პროკურატურაში. ჩემი ინიციატივით მივმართე და მოვითხოვე დაზარალებულის სტატუსი", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, ღამით ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები აიტვირთა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ფაილებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და პატრიარქის თანაშემწეების ყოველდღიურ თვალთვალს ახორციელებდა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ საპატარიარქოს წარმომადგენლებს საძინებლებში უთვალთვალებდნენ, აკონტროლებდნენ მათ საბანკო გადარიცხვებს. სუს-იდან გამოტანილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბარიც მოხვდა, რომელიც პრეზერვატივების კომპანია აიისას სარჩელს ეხებოდა.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)