|
2022-06-29 11:56:06, 2037 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს
უკრაინა ასევე განიცდის ზარალს რუსეთის წინააღმდეგ ომში. თუმცა, სადაც უკრაინული ჯარები კარგავენ ერთ კაცს, რუსები კარგავენ ხუთს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარი რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რუსეთის ჯარი მათზე 10-ჯერ მეტია. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ჩვენ არ ვკარგავთ. სადაც ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი კარგავს ხუთს. სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ტანკს, ისინი კარგავენ ხუთს. ასე ვიბრძვით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძნელია. ისევ რიცხვები განსხვავებულია, ჩვენს ერთ ტანკს 10 ტანკი აქვს, ერთ მებრძოლს - 10 სამხედრო. და რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ, რუსეთის ჯარი 10-ჯერ მეტია. ჩვენთვის ძნელია, მაგრამ ვდგავართ“, - განაცხადა პრეზიდეტმა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას გაუჭირდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მარტო დადგეს და შეიძლება ვერ გაუძლონ კიდეც. „ამიტომ, ევროპის, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია - საზოგადოებიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენამდე. რადგან ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ჩვენი ომი, მხოლოდ უკრაინა რუსეთთან, ეს არის მთელი მსოფლიოს ომი. ყველამ უნდა გაიგოს ეს, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობით, თავისი ჯარით. ჩვენ მარტო ვერ ვიქნებით და, მადლობა ღმერთს, გვეხმარებიან“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. გარდა ამისა, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. „რაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა განვადევნოთ დამპყრობლები ჩვენი მიწიდან. ჩვენ ამას გავაკეთებთ რამდენადაც შეგვიძლია. ხანდახან ვგრძნობ, რაღაც სიტყვებს მესმის და ვხვდები, რომწაგების უფლება არ გვაქვს, მშვიდობაზე ვსაუბრობ. მჯერა, რომ ეს საერთო გამარჯვება იქნება. თუ ჩვენ წავაგებთ, რაც არ უნდა თქვას ვინმე, მაშინ დემოკრატია წააგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ და ევროპული სახელმწიფოები წააგებენ. მე ვიცი, რომ ეს ყველასთვის ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია“,- დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)