06:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 10:55:35, 1622 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი იყენებს „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს, რადგან მას აქვს სათანადოდ მომზადებული პერსონალის ნაკლებობა და საბრძოლო დანაკარგები.

უწყება მიიჩნევს, რომ პენსიაზე გასული პერსონალის გამოყენება „ვაგნერის“ ჯგუფთან კონტრაქტით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, იბრძვიან საკმარისი ეკიპაჟით უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად.

„ეს სავარაუდოდ გამოწვეულია რუსეთში სათანადოდ მომზადებული პერსონალის ნაკლებობით და მისი საბრძოლო დანაკარგებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მისიის დროს რუსი მფრინავი იყენებდა კომერციულ GPS მოწყობილობებს. ეს კი, მათივე ცნობით, მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერის პილოტების თვითმფრინავი არის Su-25-ის ძველი მოდელები და რომ რუსეთის საჰაერო ძალები არ აწვდიან ვაგნერს თანამედროვე ავიონიკური აღჭურვილობით.

ცნობისთვის, 18 ივნისს უკრაინელმა სამხედროებმა  დონეცკის ოლქის სვეტლოდარსკთან რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ვაგნერელი პილოტი ტყვედ აიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics