|
2022-06-21 16:27:24, 924 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით „ელკომმა“ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ელკომმა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 50000 კვტ/სთ გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 15 000 -ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 72 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად ახალი, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ენერგოკრედიტის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოვიმუშავოთ ელექტრო ენერგია, რაც გაზრდილი ტარიფის ფონზე იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი და ფინანსური რესურსი, რომ დაზოგილი თანხა კვლავ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენს შემთხვევაში ელექტრო ენერგიის ხარჯების სეზონის მიხედვით ცვალებადია, საშუალოდ თვეში გამოდის 1 300 ლარი, რომელსაც სრულად დავფარავთ მზის ელექტრო პანელებით გამომუშავებული ელექტრო ენერგიით“,- აცხადებს დირექტორი თემურ ჯალიაშვილი. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორთან ერთად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მას მისცემს საშუალებას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 72 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც სრულად მოხმარდება მზის პანელების შეძენასა და მონტაჟს. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)