00:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 12:52:40, 1301 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცბობით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა, ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს  და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ,  მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს  თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. ბრალდებულები,  ხ.ჯ.-ს, სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით,  დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ  ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ.   


"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ  დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მან  2014 წლის 18 სექტემბერს  თავი მოიკლა.  
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   144-ე  ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე" და „ვ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
ორივე ბრალდებულს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა,"- ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე 2022 წლის 27 აპრილს სამ პირს წარედგინა ბრალდება სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics