02:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 11:06:40, 3022 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი სტრატეგიულად უკვე წააგო

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი სტრატეგიულად უკვე წააგო,-  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ტონი რადაკინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ დიდი დანაკარგი განიცადა, რამაც გააძლიერა ნატო.

„ეს არის საშინელი შეცდომა რუსეთის მხრიდან. რუსეთი არასოდეს აიყვანს უკრაინას თავის კონტროლქვეშ”, - განაცხადა რადაკინმა.

გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ტაქტიკურ წინსვლებს მიაღწიოს უახლოეს კვირებში, მაგრამ ამისთვის მას უკვე თავისი არმიის ძალაუფლების დაახლოებით 25%-ის გამოყენება მოუწია. ასეთი მაღალი ფასით, რუსეთის ფედერაციამ შეძლო დაებრუნებინა უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილი და მიიღო 50 000 მოკლული ან დაჭრილი.

„ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებით”,- დასძინა რადაკინმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics