|
2022-06-15 14:31:56, 1520 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი კონტეინერების კონტროლის პროგრამის დანაყოფები
საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი კონტეინერების კონტროლის პროგრამის დანაყოფები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი, კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა მნიშვნელოვანია ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით. „აღნიშნული მოდელი, როცა საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები კომპეტენციისა და გამოცდილების ფარგლებში ერთობლივად აწარმოებენ ანალიტიკურ საქმიანობას, ტვირთების თუ ფიზიკური პირების კონტროლს - ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მსურს, მადლიერება გამოვთქვა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ, საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისთვის. აღნიშნული პროგრამის ორგანიზატორები უკვე 10 წელია, სტაბილურად, მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედ დანაყოფებს, როგორც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ისე აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, კონტეინერების კონტროლის პროგრამის დანაყოფები წარმატებით საქმიანობენ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში. „დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე კონტროლდება, როგორც ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვა, ასევე, ექსპორტისა და რეექსპორტის მიმართულებები. ამ პროცესში კარგი კომუნიკაცია გვაქვს აშშ-ის შესაბამის ორგანიზაციებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით, მსურს, დაგარწმუნოთ ჩვენს სრულ მხარდაჭერაში, ვინაიდან ნათლად ვაცნობიერებთ ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)