03:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 12:51:08, 1256 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკისგან 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნისა და აღნიშნული მიმართულებით, მსესხებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა ADB-მ, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად მოიზიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ADB-სთან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული ტრანზაქცია აძლიერებს თიბისი ბანკის ვალდებულებას - მხარი დავუჭიროთ იპოთეკურ მსესხებლებს ფინანსური სახსრებით ეროვნულ ვალუტაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია საცალო სეგმენტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებით, ADB ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შემცირებას. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება მხარს უჭერს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„ADB მოხარულია თიბისისთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გრძელვადიანი იპოთეკური სესხების დაფინანსებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველვყოფთ. სახლი ოჯახის მიერ შეძენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ამასთანავე, განვითარებული დეველოპერული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია", - აშოკ ლავასა, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics