03:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 16:48:33, 1144 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ში მონაწილეობს

15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა გაიმართება. კოვიდ პანდემიის გამო, ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერია. 

,,PASSENGER  TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. პრეზენტაცია იქნება ერთობლივი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. გაფართოების შემდეგ,  ეს იქნება ჩვენი აეროპორტის  პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული  ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში უმსხვილესი, აეროპორტების ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ღონისძიება ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნონ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250 ზე მეტ ექსპოზიციას, რათა მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში უსაფრთხოება და მგზავრების გამოცდილება მაქსიმალურად გაიზარდოს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics