|
2022-06-13 10:33:01, 2726 ნახვა
ომი უკრაინაში
Amnesty International - ოკუპანტებმა ხარკოვი აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალით დაბომბეს
ოკუპანტების მიერ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალით და არაზუსტი რაკეტებით დაბომბვას ხარკოვში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოხლე ემსხვერპლა,- ამის შესახებინფორმაციას ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს. ვრცელი გამოძიების დროს, Amnesty International-მა აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ძალები არაერთხელ იყენებდნენ 9N210/9N235 კასეტურ ბომბებს, ასევე გაფანტულ ნაღმებს, რომლებიც ექვემდებარება საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალვებს მათი განურჩეველი ეფექტის გამო. „ხარკოვის მოსახლეობა ბოლო თვეების განმავლობაში თავდასხმების დაუნდობელ ქარს წააწყდა, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა“, - თქვა დონატელა როვერამ, Amnesty International-ის კრიზისებზე რეაგირების უფროსმა მრჩეველმა. მისი თქმით, ადამიანებს საკუთარ სახლებში, ქუჩებში, სათამაშო მოედნებზე, სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარების რიგში დგომისას ან საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვისას კლავენ. „საყოველთაოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფაზე. რუსეთის ძალებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ თავდასხმებზე, პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, ხოლო დაზარალებულებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ სრული რეპარაცია”,- აღნიშნულია Amnesty International-ის განცხადებაში. ამასთან, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორმა Amnesty International-ს განუცხადა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხარკოვის რეგიონში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1248 დაშავდა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)