01:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 15:13:23, 1443 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი პროპაგანდისტები უკრაინის თავდაცვის ძალებში ქალების მობილიზების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ

რუსი პროპაგანდისტები უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში ქალების მობილიზების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა განაცხადა.

არაერთმა პრორუსულმა Telegram-მა არხმა გაავრცელა დოკუმენტის ფოტო, რომელსაც თითქოსდა  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, სერგეი შაპტალი, აწერს ხელს.

" ტერიტორიულ რეკრუტირების ცენტრებს 2022 წლის 15 ივნისამდე აქვთ უფლება მოამზადონ სიები. სამხედრო რეესტრში შეყვანილი ქალების შესახებ […] და განხორციელონ სამობილიზაციო ღონისძიებები“. მათ ასევე 2022 წლის 31 ივნისამდე უნდა მოაწყონ ღონისძიებები 18-დან 60 წლამდე ასაკის ქალთა სამხედრო აღრიცხვისთვის“,- ვკითხულობთ რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ყალბ დოკუმენტში.

დეზინფორმაციასთან ბრძოლოს ცენტრში აცხადებენ, რომ ყალბი ამბები მომზადდა შიდა მომხმარებლებისთვის და მიზნად ისახავს სოციალური არასტაბილურობის ცენტრების შექმნას უკრაინის ზოგიერთ რეგიონში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics