|
2022-06-11 15:14:47, 1400 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონსა და ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო
უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 11 ივნისს დაიწყეს რუსული პასპორტების გაცემა. ამის შესახებ კრემლის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციების „ახალმა“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს. ვლადიმერ როგოვმა - ზაპოროჟიის რეგიონის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა", როგორც მას რუსული სახელმწიფო მედია უწოდებს - განაცხადა, რომ 70 000-ზე მეტმა მცხოვრებმა შეიტანა განაცხადი რუსული პასპორტისთვის. ომამდე უკრაინის ამ რეგიონში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ხერსონში, რია ნოვოსტის ცნობით, ახალი პასპორტებისთვის 23 მცხოვრები მოვიდა. მათ შორისაა რეგიონის საოკუპაციო „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ სალდო, რომელიც მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა. უკრაინის მთავრობა პასპორტების გაცემას რუსული პროპაგანდის ელემენტად მიიჩნევს, რაც „შესაძლებელს გახდის ამ პასპორტების გავრცელებით, რამდენიმე ათეული თანამშრომლის მცირე სატელევიზიო შოუს მოწყობას, კრიმინალური გარეგნობის მქონე მთავარ როლში“. შეერთებულ შტატებში პუტინის გადაწყვეტილება ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ შეფასდა, როგორც უკრაინის ხალხის დამორჩილების მცდელობა: „ჩვენ ვნახეთ, როგორ იძულებით გაიყვანეს რუსეთის ძალებმა ხალხი ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაჰყავდათ რუსული ჯარები უკრაინელები ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ ვნახეთ რუსული ჯარების მცდელობები, დაემორჩილებინათ უკრაინელი ხალხი ამ ტერიტორიებზე სხვა გზებით“. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები გადადიან რუსულ სატელეფონო კოდზე და ორვალუტიან ანგარიშსწორების სისტემაზე - უკრაინულ გრივნასთან ერთად, იქ რუსული რუბლითაც იქნება შესაძლებელი გადახდა. 8 ივნისს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხერსონსა და უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვიზიტის შემდეგ გამოაცხადეს მზადება რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)