|
2022-06-10 12:14:23, 1253 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
ლონდონის საგამოფენო ცენტრში „Olympia London“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2022” გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ღვინის პროფესიონალებისთვის ჩაატარა. „ჩვენი დიპლომატიური უწყების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა დიდ ბრიტანეთში. ბოლო წლების ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური - ექსპორტი დიდი ბრიტანეთში ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია. დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ საქართველოს საელჩოში საქმიანი შეხვედრა გამართეს. საუბარი შეეხო იმ სამომავლო ღონისძიებებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას და გაყიდვების ზრდას როგორც ადგილობრივ რესტორნებსა და ღვინის ბარებში, ისე დიდი ბრიტანეთის მსხვილ სავაჭრო ქსელებში. მასში 30-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)