00:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 11:41:17, 1471 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის სასკოლო პროგრამიდან რუსი მწერლების ნაწარმოებებს ამოიღებენ - სიაში ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ მოხვდა

უკრაინის განათლების მინისტრის მოადგილემ ანდრეი ვიტრენკომ განაცხადა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის რომანს „ომი და მშვიდობა“ და ყველა სხვა ნაწარმოებს, რომელშიც რუსული არმია განდიდებულია, სასწავლო გეგმიდან ამოიღებენ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ  ეს ნაწარმოები კლასგარეშე საკითხავი უცხოური ლიტერატურის X-XI კლასის ოფიციალურ პროგრამაში იყო. სასწავლო გეგმიდან ამოღებული სხვა რუსი მწერლების ზუსტი ჩამონათვალი ჯერ არ არის ცნობილი.

"რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, ის მთლიანად აღმოიფხვრება... მაგალითად, "ომი და მშვიდობა" და მსგავსი, უკრაინაში არ შეისწავლება. ანუ ყველაფერი, რაც განადიდებს "ორკების არმიას", ყველაფერი გაქრება. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი რუსი მწერლები გამოასახლებენ სასკოლო პროგრამიდან,"- განმარტავს ვიტრენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics