23:50 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 11:50:44, 1257 ნახვა

სამართალი
ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა.  
 

შეხვედრაზე ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე. საჯარო ლექციაზე საუბარი ასევე შეეხო სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ეტაპებს და  საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებს, გამოწვევებსა და მიღწევებს.


ლექციაზე გაიმართა დისკუსიაც.შეხვედრის დასასრულს ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა საჯარო ლექციაში მონაწილეობისთვის და მათ პროფესიული წინსვლა უსურვა. 
შეხვედრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics