|
2022-06-06 23:09:19, 1619 ნახვა
ომი უკრაინაში
გიორგი გრიგოლია მოხალისე საქართველოდან დაიღუპა ბახმუტში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. - ნათქვამია ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გიორგი გრიგოლია მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, უკვე 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა. მასაც და მამამისსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს და ახლა გრიგოლიები ვერც მათ უკავშირდებიან. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში იბრძოდა. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)