|
2022-06-06 22:10:58, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - უკრაინას რაც უფრო შორსმსროლელ იარაღს მიაწვდით, მით უფრო გადმოვწევთ ხაზს
უკრაინას რაც უფრო შორსმსროლელ იარაღს მიაწვდით, მით უფრო გადმოვწევთ ხაზს. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით,ნეონაცისტების ნებიმსიერი ქმედება აღიკვეთება. "რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ სიტუაციაზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ვითარდება, კომენტარი უკვე გააკეთა. მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია: რაც უფრო შორსმსროლელ შეიარაღებას გადასცემთ, ჩვენი ტერიტორიიდან მით უფრო შორს გადავწევთ ხაზს, რომლის მიღმიდანაც ნეონაცისტებს რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შექმნა შეეძლებათ". - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)