|
2022-06-06 21:04:30, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთმა უკრაინას დახმარება შესთავაზა ოდესის პორტიდან გასასვლელის ნაღმებისგან გაწმენდით
თურქეთის ხელისუფლებამ უკრაინას დახმარება შესთავაზა ოდესის პორტიდან ნაღმებისგან გასასვლელის გაწმენდით, რათა აღდგეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, თურქეთმა ეს წინადადება რუსეთთან კოორდინირებულად მიიღო და იმედოვნებს, რომ გაერო ინიციატივას მხარს დაუჭერს. უკრაინა ამ იდეას „სკეპტიკურად უყურებს“ და შიშობს, რომ რუსეთი გამოიყენებს უსაფრთხო დერეფანს ოდესაზე თავდასხმისთვის, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები. ამ კუთხით ღიად ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ. 6 ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინული მედიის ცნობით, 6 ივნისს თურქეთი დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც უკრაინა ენდობა, როგორც შესაძლო მონაწილეები კრიზისის მოგვარების საქმეში. ამასთან, მისი აზრით, ამ ვითარებაში უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება იქნება. უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხი ორშაბათს უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმაც განიხილეს. უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთის შემოჭრის გამო ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეჩერებულია, რაც ქმნის გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს. რუსეთი, რომელმაც დაიპყრო უკრაინის ძირითადი პორტების ნაწილი, მომხდარში კიევს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ექსპორტს აფერხებს უკრაინის მიერ მის პორტებთან მისადგომების მოპოვება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)