|
2022-06-06 15:47:48, 2107 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - კრემლის ხელმძღვანელის ნდობა არ შეიძლება, რადგან მის სიტყვებს ფასი არ აქვს
კრემლის ხელმძღვანელის ნდობა არ შეიძლება, რადგან მის სიტყვებს ფასი არ აქვს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, პუტინი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს დაჰპირდა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. „პუტინი ამბობდა, რომ არ გამოიყენებდა სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის. ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა უთხრა გერმანიის კანცლერს შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომ არ შეუტევდა უკრაინას. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ პუტინს, მისი სიტყვებს არანაირი ფასი არ აქვს“, - წერს მინისტრი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)