|
2022-06-05 13:13:31, 1509 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - სანამ ვიღაც ითხოვს „არ დამცირდეს რუსეთი“, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს
სანამ ვიღაც ითხოვს „არ დამცირდეს რუსეთი“, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. როგორც პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს, ასეთ ტერორისტულ აქტს უნდა მოჰყვეს მწვავე პასუხს ევროპის დედაქალაქებისგან. "სანამ ვიღაც ითხოვს „არ დამცირდეს რუსეთი“, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლან. ყოველი ასეთ ტერორისტულ აქტს უნდა მოჰყვეს მწვავე პასუხს ევროპის დედაქალაქებისგან - ახალი სანქციები, მეტი იარაღი",- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 5 ივნისს, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორ რაიონში სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებები დნეპრისა და დარნიცკის რაიონებში მოხდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა დარტყმა კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)