|
2022-06-05 12:37:54, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსეთის არმიამ განათავსა მთელი თავისი რეზერვი ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკის დასაკავებლად
რუსეთის არმიამ „განათავსა მთელი თავისი რეზერვი“ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის დასაკავებლად, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ჰაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსული ძალები ცდილობდნენ ხიდების განადგურებას, რათა ხელი შეეშალათ უკრაინელი მებრძოლეებისთვის სევეროდონეცკის გამაგრებისას. "ჩვენი ბიჭები, რომლებიც იცავენ ლუგანსკის ოლქს… მათ [რუსებს - რედ.] ნამდვილად ეშინიათ, რომ ჩვენი დამცველები შეძლებენ მათზე დაფუძნებას. ადრინდელი წარმატება, რაც შესაძლებელი იქნება, თუ საბრძოლო მასალა, იარაღი და გაძლიერება დროულად მოვა, ეს არის ნომერ პირველი, რისიც ეშინიათ მათ",- ამბობს გაიდაი. ამჟამად უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს სიევიეროდონეცკის თითქმის ნახევარზე. თუმცა, ჰუმანიტარული მდგომარეობა რეგიონში რჩება მძიმე, რადგან შეუძლებელი იყო სევეროდონეცკში მცხოვრებთა ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ერთადერთი ქალაქები, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ჰუმანიტარული დახმარების (საკვები, მედიკამენტები) მიწოდება არის ლისიჩანსკი და ჰირსკე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ევაკუაციის ავტობუსებს ესვრიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)