|
2022-06-04 16:10:21, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - რუსეთი პუტინის ისტორიული შეცდომის გამო არ უნდა დავამციროთ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს. - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, მას სჯერა, პარიზი ამ კონფლიქტის დასრულებაში შუამავლის როლს ითამაშებს. "ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავალის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)