|
2022-06-04 14:19:51, 1279 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით
ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. მისივე თქმით, შეიძლება დასრულდეს ერთ თვეში, ან შეიძლება დასრულდეს ზამთარში. იმიტომ, რომ ომი არ არის მხოლოდ მათემატიკა ბრძოლის ველზე. "ომი შეიძლება იყოს პარადოქსული, ანუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად უკრაინის პირობებით. შეიძლება დასრულდეს ერთ თვეში, ან შეიძლება დასრულდეს ზამთარში. იმიტომ, რომ ომი არ არის მხოლოდ მათემატიკა ბრძოლის ველზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)