|
2022-06-04 11:57:07, 2571 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერი - ოკუპანტებმა ნაგავთან ერთად ნაგავსაყრელზე გვამებიც გადაყარეს
მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა სახლების დანგრევა დემონტაჟის გარეშე დაიწყეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსები დანგრეულ სახლებში მიცვალებულების ძებნაში დროის დაკარგვის გარეშე ანადგურებენ მტკიცებულებებს. „გუშინ, ნანგრევებში დაღუპულთა ცხედრების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ოკუპანტებმა დაიწყეს სახლების პირდაპირი ნგრევა ნანგრევების დემონტაჟის გარეშე“, - განაცხადა მერის მრჩეველმა. მისივე თქმით, ცხედრების შესახებ მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, ვინაიდან სახლების დანგრევის შემდეგ ყველაფერი ლევობერეჟნის რაიონის ნაგავსაყრელზე მიქონდათ. „დაღუპულთა ახალი ცხედრების შესახებ მონაცემების მოპოვება შეუძლებელია იმის გამო, რომ დანგრევის შემდეგ ყველაფერი ლევობერეჟნის რაიონის ნაგავსაყრელზეა გადატანილი. თუ ცხედრები შენობებში რჩებოდა, ნაგავსაყრელთან ერთად იტვირთებოდა“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, რუსმა ოკუპანტებმა სეპარატისტებთან ერთად მთლიანად გაანადგურეს მარიუპოლში თითქმის 1300 მაღალსართულიანი შენობა, შესაბამისად დაღუპულთა რეალური რაოდენობა შეიძლება 22 000-ი იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)