|
2022-06-04 10:04:42, 1566 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეს თუ უკრაინას გატეხდნენ მათაც გატეხდნენ
საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეთ, რომ თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ფორმულასთან". მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოიდგინოს ის საშინელი გარემოება, რაც უკრაინის დაცემას შეიძლება მოყვეს. "საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეთ, რომ თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ. მუხლებზე დააყენებდნენ და იტყოდნენ, საკუთარ თოქ-შოუებში როგორც ამბობენ ხოლმე, რომ დავხოცეთ ქართველი და მოლდოველი ფაშისტები ტანკებით ერთ-ორ-სამ დღეში, ყვავილებით გვხვდებიან. შეიქმნებოდა მთელი ბანაკი პოსტსაბჭოთა სივრცეში, განადგურებული ქალაქები. ეს სურათი ყველამ უნდა წარმოიდგინოს. მინდა, რომ ევროპასა და საქართველოში ყველამ წარმოიდგინოს, ასეთი სურათი იქნებოდა: მავთულხლართები, საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც რუსი დგას და თბილისის უნივერსიტეტის პროფესორს ეუბნება, როგორ შეაფასოს პროცესები". - განაცხადა პოდოლიაკმა. გახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)