|
2022-06-03 22:49:54, 1710 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - უკრაინამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობით საერთაშორისო საზოგადოება გააოცა
უკრაინამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობით დაძლია ომის პირველი ეტაპი და გააოცა საერთაშორისო საზოგადოება. - განაცხადა ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ. მისივე თქმით, მეორე ეტაპი კიდევ უფრო რთული იქნება, თუმცა ისინი ამ ბრძოლაში ღირსეულად გაიმარჯვებენ. "პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ უკრაინას შეუძლია და სურს დაიცვას თავისი სახელმწიფო, შეუძლია შეაჩეროს აგრესორი, რომელიც ჩვენზე 30-ჯერ დიდია ტერიტორიით და ათჯერ მეტი შეიარაღებითა და რესურსებით. ჩვენ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)