22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 17:16:30, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
„მივიღეთ ზომები, რაც სპეცოპერაციის უფრო სწრაფი ტემპით ჩაატარებს“ - კადიროვი შოიგუს შეხვდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც საკუთარ თავს "პუტინის ფეხის ჯარისკაცს" უწოდებს,  რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შეხვდა. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამ არხზე წერს.

მისი თქმით, შოიგუმ ახალი ამოცანები გაუზიარა, რაც „გაუმჯობესებულ ტაქტიკას გულისხმობს“. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მინისტრთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს „უკრაინაში დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სპეციალური ოპერაციის ჩატარების საკითხები“ და ასევე განისაზღვრა ურთიერთქმედების შემდგომი გზები.

"სერგეი კუჟუგეტოვიჩმა გამოავლინა ახალი ამოცანები, რომლებიც გულისხმობს შემდგომი ტაქტიკის გაუმჯობესებას. მიღებული ზომები შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვნად გაზარდოს შეტევითი მანევრების ეფექტურობა, რაც ხელს უწყობს სპეცოპერაციის უფრო სწრაფი ტემპით ჩატარებას", - დასძინა კადიროვმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics