|
2022-06-03 16:52:53, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - რუსეთმა 40 მილიონი დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა და სირიას მიჰყიდა
რუსეთმა 40 მილიონი დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა და სირიას მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარია 100 000 ტონა ხორბალზე, რომელიც რუსულმა გემმა „მატროს პოზინიჩმა“ სირიის მთავარ საზღვაო პორტში, ლატაკიაში მიიტანა. „ისინი იპარავენ ხორბალს საწარმოდან, რომელიც აგროვებს ხორბალს უკრაინის სამი რეგიონიდან ერთ პარტიაში. ეს არის დანაშაულებრივი ქმედება.“, - აცხადებენ უკრაინის საელჩოში. უკრაინის საელჩომ დასძინა, რომ ისინი ცდილობდნენ სირიის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ბოლო სამი თვის განმავლობაში სირიაში 100 000 ტონაზე მეტი გაძარცული უკრაინული ხორბალი ჩავიდა. ხორბლის საერთაშორისო ფასებით 400 დოლარზე მეტი ტონაზე, ეს თანხა 40 მილიონ დოლარზე მეტი იქნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)