|
2022-06-03 16:01:36, 1760 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სამხედრო ლიცეუმის დასრულება მიულოცა
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეთერთმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო ლიცეუმი წელს 79-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 6 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 27 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 4 გოგონაა. „კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. კადეტები სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში. კურსდამთავრებულთა შორის არიან ფლექს პროგრამის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის, კონკურსის-„ვსაუბრობთ აფხაზეთზე“, შემოქმედებითი ოლიმპიადის, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამარჯვებულები. ისინი მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოებულნი არიან დიპლომებით, სიგელებითა და მადლობის წერილებით. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)