|
2022-06-03 13:51:51, 2133 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსულ ობიექტებზე თავდასხმისთვის
უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსულ ობიექტებზე თავდასხმისთვის,- ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი ბრალდება იმის შესახებ, რომ უკრაინა იყენებს იარაღს თავდასხმისთვის არის პროპაგანდა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნდობას ძირი გამოუთხაროს. „დღეს რუსეთისთვის ნომერ პირველი ამოცანაა- ძირი გამოუთხაროს ნდობას უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსულ ობიექტებზე თავდასხმისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღები. ნებისმიერი ბრალდება მსგავსი განზრახვის შესახებ - რუსეთის სპეცსამსახურების პროპაგანდაა“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად 700 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცებას აპირებს, რომელიც საარტილერიო-სარაკეტო სისტემებისა და საბრძოლო მასალის გადაცემას გილისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)