|
2022-06-03 13:19:16, 2441 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლეიენი - 100 დღის წინ რუსეთმა გაუმართლებელი ომი წამოიწყო, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას
100 დღის წინ რუსეთმა გაუმართლებელი ომი წამოიწყო უკრაინაში. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას,- ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდ დერ ლეიენი უკრაინაში მომდინარე ომის მე-100 დღეს. მისი თქმით, უკრაინელების სიმამაცე პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს. „100 დღის წინ რუსეთმა გაუმართლებელი ომი წამოიწყო უკრაინაში. უკრაინელების სიმამაცე ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან განვიხილავ ევროკავშირის ამჟამინდელ და სამომავალო მხარდაჭერის საკითხს უკრაინისადმი“,- წერს ლეიენი. გარდა ამისა, ლეიენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, რათა განიხილონ ევროკავშირის ამჟამინდელი და სამომავლო მხრადაჭერის საკითხი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)